“სანქციების დარღვევა უნდა განიხილებოდეს, როგორც თანამონაწილეობა ომში”- ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი  სანქციების საჭიროებაზე საუბრობს. ის პარტნიორ ქვეყნებს რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი ზომების მიღებისკენ მოუწოდებს.

“რუსეთის თითოეული “შაჰედი,” თითოეული რუსული რაკეტა, ეს არის სხვა ქვეყნების წარმოების კომპონენტები. რუსეთის ერთი ღამის დარტყმაში არის 165 დამრტყმელი ერთეული – “ისკანდერები,” “კალიბრები” და მკვლელობის სხვა საშუალებები, ეს არის ასობით და ათასობით კომპონენტი სხვა ქვეყნებიდან. ევროპის, ჩინეთის და ამერიკის ქვეყნებიც კი.

ასეთი კრიტიკული კომპონენტების გარეშე რუსეთს არ ექნება არანაირი შესაძლებლობა, გაანადგუროს სხვა ერების სიცოცხლე. ამიტომ კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ სანქციები იყოს რეალურად ძლიერი და ისეთი, რომ მათი გვერდის ავლა შეუძლებელი იყოს ნებისმიერ გარემოებაში. არ უნდა დარჩეს რუსეთში თავდაცვითი წარმოებისთვის კრიტიკული კომპონენტების მიწოდების არცერთი გზა. სანქციების დარღვევა უნდა განიხილებოდეს, როგორც თანამონაწილეობა ომში და მან, ვინც ეხმარება სიცოცხლის განადგურებას, ამაზე პასუხი უნდა აგოს” – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.

მსგავსი თემები