კანადამ და მექსიკამ, დონალდ ტრამპის მიერ ტარიფების დაწესების საპასუხოდ, აშშ-დან იმპორტირებულ პროდუქტებზე ტარიფების დაწესება გამოაცხადეს.
„თეთრი სახლის მიერ განხორციელებულმა ქმედებებმა, გაერთიანების ნაცვლად, ერთმანეთს დაგვაშორა“, – განაცხადა კანადის პრემიერ-მინისტრმა, ჯასტინ ტრუდომ და დასძინა, რომ კანადა აშშ-დან იმპორტირებულ საქონელზე, მათ შორის შორის ალკოჰოლსა და ხილზე, 25%-იან ტარიფს დააწესებს.
აშშ-ის წინააღმდეგ საპასუხო ტარიფები გამოაცხადა მექსიკის პრეზიდენტმა, კლაუდია შინბაუმმაც.