ინდოეთში, გუჯარათის შტატში, მომლოცველებით სავსე ავტობუსი გზიდან გადავიდა და ხევში გადავარდა. გავრცელებული ინფორმაციით, დაიღუპა 5 და დაშავდა 35 ადამიანი. ისინი ქალაქ დვარკას მოსალოცად მიემგზავრებოდნენ.
ავტობუსი თითქმის 11 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. 35 დაშავებულიდან 17-ის მდგომარეობა მძიმეა.