პოლტავაში დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა

უკრაინის ქალაქ პოლტავაში საცხოვრებელ კორპუსზე განხორციელებული დარტყმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა, მათ შორის ორი ბავშვია.მაშველების ინფორმაციით, ამ დროისთვის ცნობილია 17 დაშავებულის შესახებ. დაშავებულებს შორის 4 ბავშვია. სამაშველო სამუშაოები გრძელდება.

პოლტავას საქალაქო თემში სამდღიანი გლოვაა გამოცხადებული.

შეგახსენებთ, რუსულმა ძალებმა გუშინ პოლტავაში საცხოვრებელ კორპუსს დაარტყეს.

 

მსგავსი თემები