კონგოს რესპუბლიკაში დაპირისპირებას 700-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში დაპირისპირებას ბოლო ერთ კვირაში 700-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, 2 800 კი დაშავდა. ამბოხებულთა დაჯგუფება „ემ23“-მა, ქვეყნის აღმოსავლეთში ჩრდილოეთ კივუს პროვინციის ქალაქი გომა დაიკავა და სამხრეთ კივუს პროვინციის ქალაქ ბუკავუს მიმართლებით გადაადგილდება.

გაერო-ს მონაცემებით, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ასევე იმყოფებიან „რუანდის თავდაცვის ძალები“.

დასავლური მედიის შეფასებით, „ემ23“ 100-ზე მეტი შეიარაღებული ჯგუფისგან შედგება, რომლებიც კონგოს მინერალებით მდიდარ აღმოსავლეთში კონტროლის დამყარებას ცდილობს. ეს მინერალები გადამწყვეტი მნიშვნელობისაა მსოფლიოს ტექნოლოგიის დიდი ნაწილისთვის.

მსგავსი თემები