დიღმის მთავარ სამმართველოში ისაკო დევიძის დაკითხვის პროცესი მიმდინარეობს. სამმართველოსთან დაკავებულის ოჯახის წევრები და ახლობლები იმყოფებიან. ადგილზე მოქალქეებმა საპროტესტო აქციაც გამართეს. დიღმის მთავარ სამმართველოსთან იმყოფება დევიძის ადვოკატიც, რომელიც ამბობს, რომ აქტივისტთან ამ დრომდე არ უშვებენ.
“ისაკო იკითხება ახლა ზემოთ და ადვოკატს არ მიშვებენ ზემოთ. ეს არის დარღვევა. სხვა შეფასება არ არსებობს. სამართლებრივი ნაწილით ეს არ უნდა განვიხილოთ. ეს არის პოლიტიკური ნაწილი, რომ ხალხი შეაშინონ და დღეს სისტემა ცდილობს, რომ ხალხს შეეშინდეს და ხვალ მნიშვნელოვან აქციაზე ხალხი აღარ მივიდეს” – განაცხადა ლაშა ტყეშელაძემ.
დიღმის პოლიციის სამართველოში იმყოფება კიდევ ერთი აქტივისტი ილია ღლონტი. ასავე ვრცელდება ინფორმაცია, რომ დღეს კიდევ ერთი მოქალაქის, სანდრო ჭითანავას სახლიც გაჩხრიკეს, რის შემდეგაც ის დიღმის მთავარ სამმართველოში გადაიყვანეს.
ამ დროისთვის შსს მხოლოდ ისაკო დევიძის დაკავებას ადასტურებს.
სამოქალაქო აქტივისტი ისაკო დევიძე ადმინისტრაციული წესით დააკავეს