ჩინეთის დიდი კედელი საღამოს არანაკლებ საინტერესოა, ვიდრე დღის განმავლობაში. ჩინეთის დიდი კედლის მონახულება არაერთი მხრიდან თუ ქალაქიდან შეიძლება. მათ შორის ერთ-ერთია ბადალინგი. ბადალინგი არის ჩინეთის დიდი კედლის ყველაზე დატვირთული და ხალხმრავალი ადგილი. სწორედ ამიტომ, ჩინურ ახალ წელთან დკავშირებით, ამ მონაკვეთიდან კედლის მონახულება საათებშიც შეგიძლიათ. კერძოდ 28 იანვრიდან 4 თებერვლის ჩათვლით, გაზაფხულის ფესტივალზე, ჩინეთის დიდი კედლის პერიმეტრზე საოცარ წარმოდგენებსა და ლაზერ შოუებს იხილავთ.
ეს მონაკვეთ კი პეკინიდან დაახლოებით 80 კილომეტრში მდებარეობს.ბადალინგის დიდი კედელი პოპულარულია როგორც ადგილობრივ, ისე უცხოელ მოგზაურებში, რადგან ის კედლის საუკეთესო წარმომადგენლობითი ნაწილია და მიჩნეულია ზომიერად რთულ მარშრუტად.
ამ მარშრუტისთვის დაახლოებით 2 საათი დაგჭირდებათ. ეს მხარე ასევე არის ძალიან პოპულარული ფრინველებზე დაკვირვებისთვის, ლაშქრობისა და სეირნობისთვის.
ბადალინგის დიდი კედელი 1505 წელს, მინგის დინასტიის დროს აღადგინეს. მისი უმაღლესი წერტილი ზღვის დონიდან დაახლოებით 1015 მეტრია. კედლის გარდა, კიდევ რას ნახავთ აქ ღამით? კონცერტებს, ფერად-ფერად წარმოდგენებს, ლაზერ შოუებს და იმოგზაურებთ ზღაპარში.

