ზუგდიდელი აქტივისტი შალვა ესართია 3000 ლარით დააჯარიმდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ირაკლი აბშილავამ, მიიღო. ზუგდიდის აქციების მედროშე დარბაზიდან გაათავისუფლეს.
ესართია 30 იანვარს, პოლიციაში ნიღბის ტარების გამო ჯარიმის ოქმის ჩასაბარებლად დაიბარეს, სადაც ის ასევე ნიღბით მივიდა. ადგილზე მყოფმა სამართალდამცველებმა მას ნიღბის მოხსნა მოსთხოვეს, რასაც ესართია არ დაემორჩილა. მათ შორის, შელაპარაკება მოხდა, რა დროსაც აქტივისტი დააკავეს.