ევროკავშირში აცხადებენ, რომ საპასუხო ზომებს მიიღებენ, თუ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ევროპული იმპორტის წინააღმდეგ ტარიფებს დააწესებს.
ამის შესახებ ევროკავშირის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა სააგენტო ANSA-სთან ინტერვიუში განაცხადა.
წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი „დარჩება თავისი პრინციპების ერთგული და, საჭიროების შემთხვევაში, მზად იქნება, დაიცვას თავისი ლეგიტიმური ინტერესები“.
დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მექსიკის, კანადისა და ჩინეთის შემდეგ ტარიფების დაწესებას ევროკავშირისთვისაც გეგმავს. აშშ-ის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ევროკავშირი მის ქვეყანას ცუდად ექცევა.