ხენანიდან, ერთ წელში, ექსპორტზე 160 მილიონზე მეტი წყვილი ფეხსამელი გავიდა

ჩინურ, ტრადიციულ, ქსოვილის-მოქარგულ ფეხსაცმელებზე მოთხოვნა საერთაშორისო ბაზარზეც მზარდია. განსაკუთრებით კი ახალ წელსა და გაზაფხულის ფესტივალზე.  როგორც მწარმოებლები ამბობენ,  ხენანის ქსოვილის ფეხსაცმელი ინარჩუნებს ძლიერ მიმზიდველობას როგორც შიდა ისე საერთაშორისო კლიენტებისთვის.

იენშის რაიონში, ქალაქ ლუოიანგში, ხენანის პროვინციაში მდებარე საწარმო  თავდაპირველად ორიენტირებული იყო საერთაშორისო შეკვეთებზე, გაზაფხულის ფესტივალის პერიოდში კი საგაზაფხულო ფეხსაცმლის წარმოება ჩაეშვა.

2024 წელს, წარმოების 80%  ექსპორტზე  რუსეთი, სამხრეთ კორეასა და ინდოეთზე მუშაობდა. ჩინეთის ნაჭრის ფეხსაცმლის დედაქალაქად წოდებული რაიონი ახლა  600-ზე მეტი სახეობის ფეხსაცმელს აწარმოებს და 500-ზე მეტი დამხმარე საწარმო გააჩნია.

ფეხსაცმლის წარმოების ინდუსტრიაში დასაქმებულია თითქმის 100 000 ადამიანი. ეს არის ქვეყნის ყველაზე დიდი საწარმოო ბაზა  ტექსტილის ქსოვილის ფეხსაცმლისთვის.

2023 წელს მან  160 მილიონზე მეტი წყვილი ქსოვილის ფეხსაცმელი გაიტანა ექსპორტზე 50-ზე მეტ ქვეყანაში. მათ შორის, შეერთებულ შტატებში, იაპონიაში, სამხრეთ კორეაში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, ევროპაში, აფრიკასა და სამხრეთ ამერიკაში.

 

მსგავსი თემები