თბილისში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ორი ადამიანი დააკავეს

პოლოციამ თბილისში მომხდარი მკვლელობის ფაქტი გახსნა და მომხდართან დაკავშირებით, ორი ადამიანი დააკავა. ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს. უწყებაში აცხადებენ, რომ საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1986 წელს დაბადებული ლ.კ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ხოლო 1990 წელს დაბადებული ზ.შ. განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დააკავეს.
დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთასითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 31 იანვარს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ბრალდებულმა, თბილისში, 1977 წელს დაბადებულ თ.ტ.-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. მიყენებული დაზიანებების შედეგად თ.ტ., მომხდარიდან რამდენიმე წუთში საკუთარ ავტომობილშივე გარდაიცვალა. მომხდარიდან რამდენიმე საათში  ლ.კ.  პოლიციაში გამოცხადდა და  დანაშაულის ჩადენის იარაღი წარმოადგინა.  შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შემდეგ  ის ბრალდებულის სახით დაკავდა. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ მკვლელობის ფაქტს შეესწრო ზ.შ. , თუმცა პოლიციას მომხდარი დანაშაულის შესახებ არ შეატყობინა განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს”- აცხადებენ უწყებაში.

მსგავსი თემები