საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილის აცხადებს, რომ ევროსაბჭო საკუთარი გადაწყვეტილებით საქართველოს მხარეს დადგა, დანარჩენი კი საზოგადოების გასაკეთებელია.
„მიმაჩნია, რომ ევროსაბჭოს ასამბლეის გადაწყვეტილება ძალიან სწორი იყო. იმიტომ, რომ ერთი მხრივ, დასვა ძალიან სწორი პირობები. მეორე მხრივ, იმთავითვე არ შეწყვიტა დელეგაციის უფლებამოსილება და ეს კარგად გააზრებული იყო, რადგან ეს დაამძიმებდა საქართველოს იზოლაციას. ეს არ არის არც მათი, არც ჩვენი მიზანი, ერთადერთი შეიძლება „ქართული ოცნების“ მიზანი იყოს, რომ საქართველო უფრო ღრმა იზოლაციაში აღმოჩნდეს. ამიტომ, სწორი გადაწყვეტილება იყო პასუხი კი, რაც ქართულმა დელეგაციამ გასცა, ძალიან არასწორი იყო”- ამბობს ზურაბიშვილი.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, მზია ამარლობლის მაგალითი ძალიან მნიშვლელოვანია.
“მზია ამაღლობელის მაგალითი ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის ის ქვეყნები [პარტნიორები], რომლებიც ძალიან ღრმად აფასებენ პიროვნებებს. ერთია, როდესაც ეუბნები, რომ ხალხი მასობრივად გამოდის, მაგრამ როდესაც ამ პროტესტს სახე და სახელი აქვს, იღებს სულ სხვა განზომილებას. ჩვენ ამას ჯერ შეიძლება ბოლომდე ვერ ვხვდებით, მაგრამ ეს არის ძალიან ძლიერი იარაღი და ამ იარაღს მზია ამაღლობელი ჰქვია“ – განაცხადა მან.