ისრაელმა 183 პალესტინელი პატიმარი გაათავისუფლა

BBC-ის ინფორმაციით, ისრაელმა 183 პალესტინელი პატიმარი გაათავისუფლა. პალესტინელი პატიმრების ნაწილი დასავლეთ სანაპიროზე, ნაწილი კი, ღაზის სექტორში გადაიყვანეს.მანამდე „ჰამასმა“ სამი ისრაელელი მძევალი გაათავისუფლა.

გარდა ამისა, დღეს 2024 წლის მაისის შემდეგ პირველად, ღაზის სექტორისა და ეგვიპტის დამაკავშირებელი რაფაჰის სასაზღვრო-გამშვები პუნქტი გაიხსნა.

ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, რაფაჰის გადასასვლელის გავლით ღაზიდან ეგვიპტეში 50 პალესტინელი პაციენტი გადაიყვანეს.

მსგავსი თემები