პოლტავისა და ხარკოვის დაბომბვას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა

რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქების – პოლტავისა და ხარკოვის დაბომბვას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა. პოლტავაში რუსული თავდასხმის სამიზნე მრავალსართულიანი შენობა გახდა.

პარალელურად, ხარკოვის მერმა, იგორ ტერეხოვმა თქვა, რომ ხოლოდნოგორსკის რაიონში „შაჰედის” ტიპის უპილოტო თვითმფრინავით თავდასხმის შედეგად ნაწილობრივ განადგურდა ერთი კერძო სახლი. თავდასხმას ერთი ქალი ემსხვერპლა, კიდევ ხუთი ადამიანი დაშავდა.

 

 

მსგავსი თემები