სალომე ზურაბიშვილი დღეს ბათუმში ჩავა

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „ბათუმელების” დაკავებული დამფუძნებლის, მზია ამაღლობელისადმი სოლიდარობისა და მხარდაჭერისათვის „ბათუმელების“ რედაქციას ეწვევა, სადაც მასთან ინტერვიუ შედგება.

გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრა გაიმართება ასევე, საპატიმროებიდან უკვე გათავისუფლებულ აქტივისტებთან და დაპატიმრებული მოქალქეების ოჯახის წევრებთან.

გარდა ამისა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინ სტუდენტებსა და აქციის მონაწილეებსაც მიმართავს, რის შემდეგაც, ვასო აბაშიძის სახელობის „ახალი თეატრის“ საპროტესტო მანიფესტს დაესწრება.

მსგავსი თემები