საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დასავლეთის გრანტების მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას.
„ე.წ. დახმარება შეიძლება შეუჩერონ, მაგრამ რა ჰქონდა საქართველოს მოსახლეობას ამ გრანტებისგან, გაზულუქებული „ენჯეოშნიკების“ მეტი? – ეს კითხვა, რომელსაც ავრცელებენ მესეჯბოქსებით, ავლენს მის ავტორებისგან არა მხოლოდ უვიცობას, არამედ, უმადურობას და მომავალზე დაუფიქრებლობას.
მომავალი თაობის თავისუფლებაზე რომ არ ფიქრობთ და დიქტატურას უმზადებთ ეს უკვე გავიგეთ, მაგრამ მათ მომავალ განათლებაზე, ჯანმრთელობაზე, დაცულობაზე და განვითარებაზეც ხელს რომ იღებთ თქვენი დღევანდელი კეთილდღეობის გულისთვის, ამაზე რა პასუხია?”- ამბობს სალომე ზურაბიშვილი.
ზურაბიშვილის განცხადებით, არავითარი მილიარდი არაბეთის დეველოპერების ხელში არ უზრუნველყოფს განათლების დონის ამაღლებას.
“არავითარი მილიარდი არაბეთის დეველოპერების ხელში (რომც შემოვიდეს ქვეყანაში) არ უზრუნველყოფს განათლების დონის ამაღლებას, შშმ პირების დაცულობას ან კიდევ შიდსის, ჰეპატიტის აღმოფხვრას, არც ჯარის გაძლიერებას, ან პოლიციის სტანდარტების ამაღლებას, ან სოფლის მეურნეობის განვითარებას, არც … არც …
მიკვირს კი ამ თვითგამოცხადებულ პატრიოტების ასეთი აღტაცება ამ არაბეთის ახალ ზღაპრით და სასწაული გარიგებით – როდის გვიხაროდა მიწების (თანაც დაცული ტერიტორიების) ასე გაყიდვა, ქვეყნის ინტერესების ასე გაფლანგვა, მასიურად უცხოელების არა სტუმრად არამედ მდგმურად და ხვალ პატრონად შემოყვანა (აბა, სხვა ვინ იცხოვრებს ან უკვე ცხოვრობს ამ 2000/3000$ კმ-იან ბათუმის და თბილისის ცათამბჯენებში?) როდისღა გვიხაროდა ასე სახელმწიფოს დაცემა, უხერხემლო არსებად ქცევა ?”- წერს ზურაბიშვილი.