პოლიციამ პოლონეთის იუსტიციის ყოფილი მინისტრი, ზბიგნევ ზებრო დააკავა, რომელიც პარლამენტის საგამოძიებო კომისიაში არ ცხადდებოდა. ამის შესახებ, ინფორმაციას პოლონური მედია ავრცელებს. ზებრომ არაერთხელ განაცხადა, რომ პარლამენტის საგამოძიებო კომისიაში არ გამოცხადდებოდა, რომელიც ყოფილი მთავრობის მიერ სათვალთვალო სისტემის Pegasus-ის გამოყენების გამოძიებისთვის შეიქმნა.
წინა ხელისუფლების დროს, პოლონეთის იუსტიციის სამინისტრომ იყიდა ისრაელის წარმოებული, მაღალი ტექნოლოგიის სათვალთვალო სისტემა, რომელსაც მსოფლიოში მოჰყვა შეშფოთება პირადი სივრცის დარღვევის შესახებ. გავრცელდა ცნობები, რომ მთავრობა მისი გამოყენებით თავის კრიტიკოსებზე და მაშინდელ ოპოზიციაზე აწარმოებდა თვალთვალს.
საგამოძიებო ჯგუფმა მიმართა სასამართლოს თხოვნით, აიძულონ იუსტიციის ყოფილი მინისტრი, გამოცხადდეს კომისიაში და შესაბამისი ჩვენება მისცეს. ზებრო არ გამოცხადდა არც ბოლო მოსმენაზე, რომელიც პარასკევს დილით იყო ჩანიშნული და ამის ნაცვლად წავიდა TV Republika-ში ინტერვიუს მისაცემად, რომელიც ღიად უჭერს მხარს წინა ხელისუფლებას.