„ჰამასმა“ ისრაელიდან გატაცებული კიდევ ორი მძევალი გაათავისუფლა. ისინი ტყვეობაში 484 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ. მძევლები თავდაპირველად „წითელ ჯვარს“ ქალაქ ხან იუნისში გადასცეს, რომელმაც გათავისუფლებული ადამიანები ღაზის სექტორში, ისრაელის თავდაცვის ძალების ბაზაზე მიიყვანა.
პირველადი ფიზიკური და მენტალური შემოწმების შემდეგ ყოფილი მძევლები ისრაელის ტერიტორიაზე გადაიყვანეს.
დღესვე მოსალოდნელია მესამე მძევლის გათავისუფლებაც.