რუსებმა პოლტავაში საცხოვრებელ კორპუსი დაბომბეს, არის მსხვერპლი. ინფორმაციას უკრაინული მედია საგანგებო სიტუაციების სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. ქვეყნის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, რუსული ძალების იერიშის შედეგად, სულ მცირე, 3 ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა, მათ შორის ერთი ბავშვია.
დაზიანდა საცხოვრებელი სახლები და 12 ავტომობილი. შემთხვევის ადგილზე სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.