დონალდ ტრამპი და ისრაელის პრემიერ-მინისტრი ერთმანეთს ვაშინგტონში შეხვდებიან

თეთრმა სახლმა დაადასტურა, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ვაშინგტონში შეხვდებიან. შეხვედრა 4 თებერვალს გაიმართება. ნეთანიაჰუ არის პირველი უცხოელი ლიდერი, რომელმაც მიიღო მიწვევა თეთრ სახლში ტრამპის ადმინისტრაციიდან.

მანამდე, ცნობილი გახდა, რომ პოლონეთი გეგმავს ტრამპის მიწვევას სამი ზღვის ინიციატივის სამიტზე.

ტრამპმა, მანამდე, განაცხადა, რომ მისი პირველი საგარეო ვიზიტი შესაძლოა, საუდის არაბეთში ან ბრიტანეთში იყოს.

 

მსგავსი თემები