„ახალი თეატრის“ საპროტესტო გასვლა რეგიონებში დაიწყო

ვასო აბაშიძის სახელობის „ახალი თეატრის“ საპროტესტო მანიფესტის რეგიონებში გასვლა დღეს ბათუმით იწყება. მსახიობები და რეჟისორები აჭარის მიმართულებით უკვე გაემგზავრნენ.

როგორც „ახალი თეატრის“ სამხატვრო ხელმძღვანელმა დავით დოიაშვილმა განაცხადა, ბათუმში მანიფესტს ადგილობრივები წაიკითხავენ და რეგიონის პრობლემებზე ისაუბრებენ.

„ამ მანიფესტის მთავარი გზავნილი არის სოლიდარობა – სოლიდარობა ერთმანეთისვე მიმართ. მთავარი რის გამოც ჩავდივართ არის ის, რომ მათ მოვუსმინოთ. მანიფესტებს არა ჩვენები, არამედ იქაური, ძალიან მაგარი ხალხი წაიკითხავს. ჩვენთვისაც საინტერესოა, რას გვეტყვიან. ესენი იქნებიან ბათუმელი საინტერესო ადამიანები, ვისაც სათქმელი აქვთ და ბათუმის და ზოგადად, აჭარის პრობლემებზე ისაუბრებენ“,- განაცხადა დოიაშვილმა.

საპროტესტო მანიფესტი ხვალ, 2 თებერვალს სამეგრელოში ჩავა.

მსგავსი თემები