საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის განცხადებით, ევროპული მომავლის მიტაცების შეჩერების ერთადერთი გზა სახალხო პროტესტის მხარდაჭერა.
„საქართველოს ევროპული მომავლის მიტაცების შეჩერების ერთადერთი გზა სახალხო პროტესტის მხარდაჭერა და არჩევნებისკენ მოწოდებაა”, – წერს სალომე ზურაბიშვილი.
გარდა ამისა, ზურაბიშვილი დიპლომატიური სამსახურის გავლის წესებში ცვლილებებს ეხმიანება და ამ კონტექსტში საბჭოთა კავშირს ახსენებს.
“რეპრესიები საქართველოში. ქართველი დიპლომატების ჯერია: 27 იანვარს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ახალი დირექტივა გამოსცა, რომელიც საგარეო სამსახურში მომუშავეთა უფლებებს ზღუდავს და მათ მმართველი პარტიის დე ფაქტო კონტროლის ქვეშ აქცევს… რეტროაქტიური ეფექტებით. უკან სსრკ-ში,” – წერს ზურაბიშვილი.