ბათუმში, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა გამსახურდიას ქუჩა გადაკეტეს. აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის სიტყვიერი დაპირისპირებაც იყო.
“საპატრულო ეკიპაჟი სპეციალურად უცვლის მიმართულებას ავტომობილებს ამ გზაზე, რომ აქციის მონაწილეებს ხელი შეეშალოთ და პროტესტი შეწყვიტონ. ჩვენ აქ ვართ, მშვიდობიანი პროტესტი გვაქვს და გზაც ამიტომ ჩაიკეტა”- ამბობენ აქციის მონაწილეები.