დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი 2 თებერვალს გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცს შეხვდება. „როიტერის“ ცნობით, აუდიენცია ჩეკერსის რეზიდენციაში შედგება. საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა უკრაინაში ომი და ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენები იქნება.
23 თებერვალში გერმანიაში არჩევნები გაიმართება. INSA-ს მიერ 25 იანვარს გამოქვეყნებული უახლესი გამოკითხვის მიხედვით, შოლცის პარტია, სავარაუდოდ, მესამე ადგილს დაიკავებს.