გავრცელებული ინფორმაციით, სამოქალაქო აქტივისტის, ნიკოლოზ ლაცაბიძის სახლში ჩხრეკა მიმდინარეობს. ასევე ჩხრეკენ დათუ ფუთურიძის სახლსაც.
როგორც შსს-ში აცხადებენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ძალადობრივი ქმედებისკენ საჯაროდ მოწოდებას გულისხმობს.
გამოძიება, სავარაუდოდ, უკავშირდება თბილისის რამდენიმე ადგილზე, მათ შორის მეტროსადგურებში გამოჩენილ წარწერებს – „მოკალი ქოცი“.