აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. მოქალაქეები აცხადებენ, რომ  ჟურნალისტ მზია ამაღლობელის ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება. მოქალაქეები მოითხოვენ, დაკავებულთა დროულ გათავისუფლებას, ასევე, საპარლამენტო არჩევნების ხელახლა დანიშვნას.

საპროტესტო აქციის მონაწილეები მესამე დღეა აჭარის მთავრობის სახლთან კარვებში ღამეს ათენებენ.

“სამართალი არსად არ არის ამ ქვეყანაში, როგორ შეიძლება სახლში თბილად იყო, როცა შენი ქვეყნისთვის ახალგაზრდები იბრძვიან, თავს სწირავენ ევროპული მომავლისთვის”- აცხადებენ შეკრებილები.

მსგავსი თემები