“გრენლანდია არ იყიდება”- დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადების საპასუხოდ დანიაში ამბობენ, რომ გრენლანდია არ იყიდება. განცხადება დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლარს ლოკე რასმუსენმა გააკეთა.

ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში რუბიომ აღნიშნა, რომ ტრამპის სიტყვები არქტიკის რეგიონში უსაფრთხოების ვითარების შესახებ, სადაც გრენლანდია მდებარეობს, „სახუმარო არ არის“.

„ჩვენ სერიოზულად ვამბობთ – და ეს ასევე ეხება გრენლანდიას – გრენლანდია არ იყიდება“, – განაცხადა დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მსგავსი თემები