უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი მოსკოვის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების დაბლოკვით იმუქრება, თუ უკრაინის გავლით რუსული გაზის ტრანზიტი არ განახლდება. 31 იანვარს ორბანმა განაცხადა, რომ უკრაინის გადაწყვეტილება შეაჩეროს ცენტრალურ ევროპაში რუსული გაზის ტრანზიტი და ამის შედეგად გაზრდილი ენერგეტიკის ფასები “მიუღებელია”. მისი თქმით, თუ რუსული გაზის ტრანზიტი არ განახლდება, უნგრეთი ვეტოს დაადებს რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების შემდეგ გახანგრძლივებას, რაც დაახლოებით 6 თვეში მოხდება.
“სხვა ყველაფერთან ერთად, ევროკომისიამ პირობა დადო, რომ მოაგვარებდა, რომ უკრაინელები გააგრძელებდნენ რუსული გაზის ტრანზიტსა. თუ ევროკომისია არ შეასრულებს იმას, რაზეც შევთანხმდით, მაშინ სანქციები არ გაგრძელდება” – განაცხადა ორბანმა.
27 იანვარს ევროკავშირმა გაახანგრძლივა რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის ფართო სპექტრის სანქციები და გადაწყვეტილებას არ შეეწინააღმდეგნენ არც ორბანი, არც ფიცო.