თბილისში სხვადსხვა ლოკაციაზე აქცია-მსვლელობები იმართება. მარჯანიშვილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა გადაიკეტა.
აქციის – „თავისუფლება სინდისის ყველა პატიმარს” მონაწილეებს მზია ამაღლობელის მხარდამჭერი მარში შეუერთდა.
პარალელურად, საზოგადოებრივი მაუწყებლის მარშის მონაწილეები საპროტესტო მსვლელობას მართავენ. ისინი გალაკტიონის ხიდთან “სინდისის პატიმრების” მარშს შეუერთდება, ერთობლივი საპროტესტო მსვლელობით კი პარლამენტთან გადაინაცვლებენ. დღეს პროტესტის 65-ე დღეა.