ქალაქი ძინანი აღმოსავლეთ ჩინეთის შანტონგის პროვინციის დედაქალაქია, რომელიც გამორჩეულია ბუნებრივი წყაროებით, რომლებიც მიმოფანტულია მთელ ქალაქში. აქედან გამომდინარე, მას “წყაროების ქალაქსაც” უწოდებენ.
ქალაქის ღირსშესანიშნაობებს შორის ერთ-ერთია პარკი შემოსაზღვრული პაოტუ წყაროთი.
პაოტუს წყარო ცნობილი ტურისტული ატრაქციონია და ის მიწის სიღრმიდან 29 მეტრ სიმაღლეზე ამოდის. წყაროს წყლის ტემპერატურა კი, მთელი წლის განმავლობაში არ იცვლება და მუდმივად 18 გრადუსია.
კიდევ ერთი სანახაობა, რაც ქალაქის მარგალიტს წარმოადგენს, არის ტამინგის ტბა, ლანდშაფტური კუნძულებით, პარკები ტაძრებითა და პავილიონებით.
აქ ჯამში 1000-ზე მეტი წყაროა, თუმცა ამ წყაროებიდან გამორჩეულია 72 წყაროთი წყარო. ძინანი ასევე ცნობილია როგორც “გაზაფხულის ქალაქი” და “ძინანის წყაროები საუკეთესო წყაროა მსოფლიოში”. ძინანი ჩინეთის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ისტორიული და კულტურული ქალაქია.
ტამინგის ბუნებრივი ტბა 46 ჰექტარს მოიცავს, რომლის საშუალო სიღრმე 3 მეტრია. ტბის გასწვრივ ულამაზესი სანახავია დაახლოებით 800 მტირალი ტირიფი. ტბა სავსეა ლოტოსებით. ზურმუხტისფერ-მწვანე ლოტოსის ფოთლები, ყვავილები და ფერად-ფერადი თევზები ათასობით ტურისტს იზიდავს.
აქვე დაათვალიერებთ შანტონგის მუზეუმს, სადაც წარმოდგენილია პროვინციული არტეფაქტების უზარმაზარი კოლექცია, რომელიც მოიცავს ნეოლითურ კულტურას მინგის დინასტიამდე.