,,დავიხსნათ მზია ამაღლობელი ,,ოცნების” ციხიდან და გავათავისუფლოთ საქართველო ამ რუსული ერთპარტიული რეჟიმისგან”, – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი X-ზე წერს.
,,თავისუფლება მზია ამაღლობელს.
საქართველოს მეგობრებო, შემომიერთდით მე და ქართველ ხალხს, რათა გადავარჩინოთ ჟურნალისტი მზია ამაღლობელი ,,ქართული ოცნების” ციხისგან და გავათავისუფლოთ საქართველო ამ რუსული ერთპარტიული რეჟიმისგან.
მზიას შიმშილობის მე-20 დღე!!!”, – წერს ზურაბიშვილი.