20-ზე მეტი ამერიკელი უკრაინაში ფრონტის ხაზზე უგზო-უკვლოდ დაიკარგა

CNN-ის ინფორმაციით, 20-ზე მეტი ამერიკელი, რომელიც უკრაინაში საბრძოლველად იყო ჩასული, ფრონტის ხაზზე უგზო-უკვლოდ დაიკარგა.

ამერიკული ტელეარხის მიერ გამოქვეყნებულ მასალაში საუბარია იამზე, რომ აშშ-ის ხელისუფლება სირთულეებს აწყდება მისი დაღუპული მოქალაქეების გადმოსვენების პროცედურების დროს.

CNN-ის მტკიცებით, ბოლო ნახევარ წელიწადში ბრძოლის ველიდან ხუთი დაღუპული ამერიკელის ცხედრის გამოყვანა გახდა შესაძლებელი. ორი მათგანი რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიიდან იყო გადმოსვენებული.

ტელეარხის ჟურნალისტებმა კიევში გაიცნეს და ჩაწერეს ლორენ გიომი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია RT Weatherman Foundation-ში მუშაობს. ორგანიზაცია ეხმარება ოჯახებს საკუთარი წევრების მოძებნაში.

გიომის თქმით, დღესდღეობით მისი ორგანიზაცია 88 გარდაცვლილი ან დაკარგული უცხოელის საქმეებით არის დაკავებული, რომელთაგან ნახევარი ამერიკელები არიან.

მსგავსი თემები