,,აშშ-ის პრეზიდენტი ტრამპი სანქციებზე იმ მიზნით საუბრობს, რომ მშვიდობა დამყარდეს, ევროკავშირი კი სანქციებს მხოლოდ შეზღუდვების დაწესების მიზნით იყენებს და მოლაპარაკებებისკენ არ მიისწრაფვის”, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა სახელმწიფო რადიოსთან ინტერვიუში განაცხადა.
„ამერიკელებს არ სურთ სანქციები. მათ მშვიდობა უნდათ, ხოლო ევროპელებს სანქციები სურთ მშვიდობის ნაცვლად. ამერიკელებს მშვიდობა უნდათ და ამის მისაღწევად ერთ-ერთი საშუალება სანქციებია. ისინი ამბობენ: ,,აწარმოვეთ მოლაპარაკებები და თუ ამას არ გააკეთებთ, შესაძლოა კიდევ უფრო მკაცრი სანქციები მიიღოთ”. ეს ორი სრულებით განსხვავებული მოცემულობაა“, – ამბობს ორბანი.