იტალიის სანაპიროსთან სატვირთო გემი ჩაიძირა – ეკიპაჟის წევრები უკრაინელები არიან

იტალიაში, მარინა დი მასას სანაპიროზე სატვირთო გემი Guang Rong-ი ჩაიძირა, რომლის ეკიპაჟის წევრები უკრაინელები არიან. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, უამინდობის გამო, გემი სანაპიროზე მდებარე პირსს შეეჯახა და გადაყირავდა.

მაშველებმა ეკიპაჟის წევრების ევაკუაცია ვერტმფრენით განახორციელეს. როგორც ცნობილია, 103-მეტრიან გემს ხრეში გადაჰქონდა, თუმცა ძირითად საფრთხეს ის საწვავი წარმოადგენს, რომელიც გემზე იყო და შესაძლოა წყალში მოხვდეს.

ამ დროისთვის, ექსპერტები შემთხვევის ადგილს სწავლობენ.

მსგავსი თემები