„ჰამასმა“ ისრაელს სამი მძევლის სია გადასცა, რომელსაც ხვალ გაათავისუფლებს

„ჰამასმა“ ისრაელს სამი მძევლის სია გადასცა, რომელსაც ხვალ გაათავისუფლებს. ისრაელის პრემიერის ოფისში აცხადებენ, რომ სიას მას შემდეგ გაასაჯაროებენ, რაც ოჯახებს ინფორმაციას მიაწვდიან.

Reuters-ის ინფორმაციით, „ჰამასის“ შეიარაღებული ფრთის წარმომადგენელმა, აბუ ობეიდამ „ტელეგრამ“ არხზე დაწერა, რომ ხვალ ოფერ კალდერონის, კიტ სიგელისა და იარდენ ბიბასის გათავისუფლება იგეგმება.

შეგახსენებთ, რომ 19 იანვრიდან, ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ძალაში შესვლის დღიდან, „ჰამასმა“ ისრაელს 15 მძევალი გადასცა, რის სანაცვლოდაც ისრაელმა ციხეებიდან ასობით პალესტინელი პატიმარი გაათავისუფლა.

მსგავსი თემები