BBCის ცნობით, საფრანგეთში, ალპებში, ორი ცალკეული ზვავის ჩამოწოლის შედეგად, 5 მოთხილამურე დაიღუპა.
გავრცელებული ინფორმაციით, პირველი ზვავი ვალ სენისს სამხრეთ-აღმოსავლეთ სავოიას რეგიონში ჩამოწვა, რის შედეგადაც ოთხი ნორვეგიელი მოთხილამურე დაიღუპა, ხოლო შვეიცარიელი მოთხილამურე ჩრდილოეთით, მაღლა-სავოის რეგიონში, შამონის მახლობლად დაიღუპა.
სამი ნორვეგიელი ადგილზე დაიღუპა, ხოლო მეოთხე, ქალი, ახლომდებარე საავადმყოფოში, მძიმე ჰიპოთერმიისა და გულისცემის გაჩერების გამო გარდაიცვალა. ზვავის ჩამოწოლას 3 ადამიანი გადაურჩა.