ოკუპირებულ აფხაზეთში ახალგაზრდა ბიჭი დაჭრეს

ოკუპირებულ აფხაზეთში ახალგაზრდა ბიჭი დაჭრეს. შემთხვევა 29 იანვარს, სოფელ მაჭარაში მოხდა. 30 წლის მამაკაცი ფეხის არეში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობებით, საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას ოპერაცია ჩაუტარდა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, გამოძიება სხეულის მძიმე დაზიანებისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე აღიძრა. პოლიცია დამნაშავეებს ეძებს.

მსგავსი თემები