,,აშშ კანადიდან და მექსიკიდან იმპორტირებულ საქონელზე 25%-იან ტარიფს დააწესებს” – ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ კანადიდან და მექსიკიდან იმპორტირებულ საქონელზე პირველი თებერვლიდან 25%-იან ტარიფს დააწესებს.

მისი თქმით, გადაწყვეტილების მიღების მთავარი მიზეზია „სავაჭრო დეფიციტი და ფენტანილის შემოდინება”.

ასევე, აშშ-ის პრეზიდენტმა არ გამორიცხა ნავთობთან დაკავშირებით ტარიფების დაწესება კანადასა და მექსიკაზე.

„ჩვენ შეიძლება, დავაწესოთ ან არ დავაწესოთ. ამ გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, დღეს საღამოს მივიღებთ ნავთობთან დაკავშირებით“, – განაცხადა ტრამპმა ოვალური კაბინეტიდან.

მსგავსი თემები