ოკუპირებულ აფხაზეთში, სოხუმთან, ტყის მასივში ხანძარს ამ დრომდე ებრძვიან. ცეცხლს მთელი ღამის განმავლობაში ებრძოდნენ, თუმცა დილიდან დაფიქსირებულია ცეცხლის ახალი კერები.
გავრცელებული ინფორმაციით, მთის მწვერვალზე, სტიქიის ზონაში ხანძრის ეპიცენტრამდე სპეციალური ტექნიკის მიყვანა შეუძლებელია.
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ცნობით, ამ დროისთვის, ვითარება კონტროლირებადია და ცეხცლის დასახლებულ პუნქტებზე გავრცელების საფრთხე არ არსებობს.