აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებით, რუსეთ-უკრაინის ომი უნდა დასრულდეს, ომის დასასრულებლად კი აუცილებელია მოლაპარაკებები, რომლის დროსაც ,,ორივე მხარეს მოუწევს რაღაცის დათმობა”.
,,პირველ რიგში, ნება მომეცით ვთქვა ეს: ჩვენ ვფიქრობთ, რომ ის, რაც პუტინმა გააკეთა, საშინელება იყო. სხვა ქვეყანაში შეჭრა, სისასტიკე და საშინელი რამ ჩაიდინა”, – განაცხადა რუბიომ.
როგორც მან აღნიშნა, ომმა ,,უკრაინა 100 წლით დახია უკან”, რადგან ქვეყნის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა ნადგურდება, ბევრი უკრაინელი უკრაინას ტოვებს და სამუდამოდ მკვიდრდება საზღვარგარეთ.
მისი თქმით, აშშ-ის წინა ადმინისტრაცია ,,უკრაინის განადგურებას აფინანსებდა”.