გამოცემა Neue Zürcher Zeitung-თან ინტერვიუში, საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი აღნიშნავს, რომ არჩევნების გაყალბების არც ერთი მტკიცებულება პროკურატურისთვის არ წარუდგენიათ, ეუთოს დასკვნაც ადასტურებს, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდა, შესაბამისად, ვერავინ იტყვის, რომ ყაველაშვილი არაკანონიერად აირჩიეს.
მისი თქმით, სიმართლეს არ შეესაბამება ცნობები მოსახლეობის დაშინების შესახებ. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, მოქალაქეები კრიტიკულები არიან, თუმცა, მათთვის მშვიდობა, სტაბილურობა და ევროპისკენ მიზანმიმართული სვლა უალტერნატივოა, ნორმალური ოპოზიციის არარსებობის ფონზე კი „ქართულ ოცნებას“ კონკურენტუნარიანი მოწინააღმდეგე არ ჰყავდა.