,,მე მინდა ყველა მოქალაქის პრეზიდენტი ვიყო” – მიხეილ ყაველაშვილი

,,პრეზიდენტის როლი არის ზეპარტიული, ჩემმა წინამორბედმა ამ როლის მიღმა დააყენა თავი, რითაც საზოგადოებაში მოლოდინი გააჩინა. ეს არ იყო სწორი, მე მინდა ყველა მოქალაქის პრეზიდენტი ვიყო”, – ამის შესახებ საქართველოს ახლადარჩეული პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი შვეიცარიულ გამოცემა „Neue Zürcher Zeitung“-თან ინტერვიუში საუბრობს.

„ჩვენ ვართ საპარლამენტო რესპუბლიკა კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტის როლი არის ზეპარტიული. ჩემმა წინამორბედმა ამ როლის მიღმა დააყენა თავი, რითაც საზოგადოებაში მოლოდინი გააჩინა. ეს არ იყო სწორი. მე მინდა ყველა მოქალაქის პრეზიდენტი ვიყო. ჩემი მთავარი მოტივაციაა, საპრეზიდენტო ინსტიტუტი კონსტიტუციის ფარგლებში დავაბრუნო.

რაც შეეხება კრიზისს, პოლიტიკური სიტუაცია ახალი არ არის, რაც მე პოლიტიკაში ვარ მას შემდეგ ასეა. 90- იანი წლების დასაწყისში ჩვენ გვაქვს სამოქალაქო ომის გამოცდილება, ჩემს და უფროსს თაობას ეს კარგად ახსოვს. მაშინაც იყვნენ გარე ძალები, რომლებიც ჩვენ მიმართ არ იყვნენ კეთილგანწყობილები და ჩვენ ვერ შევძელით სამოქალაქო ომის თავიდან აცილება. მთავრობა ითვალისწინებს ამას, ის იქცევა საკმაოდ ჭკვიანურად. კრიზისი ხელოვნურად არის გამოწვეული“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

მსგავსი თემები