,,დონალდ ტრამპის ინტერესი, შეიძინოს გრენლანდია ხუმრობა არ არის” – რუბიო

,,გრენლანდიასთან დაკავშირებით დონალდ ტრამპის ინტერესი ხუმრობა არ არის. ეს ჩვენს ეროვნულ ინტერესებშია და მისი მოგვარებაა საჭირო“, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ მეგინ კელისთან ინტერვიუში განაცხადა.

„ჩვენ ჯერ არ ვართ იმ პოზიციაზე, რომ ზუსტად ვიმსჯელოთ, თუ როგორ მოვიქცეთ ტაქტიკურად. ვფიქრობ, შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ ოთხი წლის შემდეგ ჩვენი ინტერესი არქტიკაში უფრო დაცული იქნება“, – განაცხადა რუბიომ.

მისი თქმით, არქტიკა გადამწყვეტი გახდება გადაზიდვის ხაზებისთვის და შეერთებულმა შტატებმა კი უნდა შეძლოს ამის დაცვა.

მსგავსი თემები