ვოლგოგრადში ლუკოილის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა იწვის

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, შვიდ რეგიონს 49 დრონი დაესხა თავს. მათ შორის ვოლგოგრადის, კურსკის, იაროსლავის, ბელგოროდის, ვორონეჟის რეგიონებსა და როსტოვისა და კრასნოდარის ოლქებში.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ჩამოგდებულკი დრონის ნამსხვრევები ვოლგოგრადში ლუკოილის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნისა და ნავთობის საწყობის ტერიტორიას დაეცა, რის შედეგადაც ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ხანძარი გაჩნდა. არსებული ინფორმაციით, დაშავდა ერთი ადამიანი. ხანძარი, ამ დროისთვის, ლოკალიზებულია.

მსგავსი თემები