ახალციხეში, მარკეტის შენობაში აფეთქება მოხდა

ახალციხეში, თამარაშვილის ქუჩაზე მდებარე ,,სმარტის” შენობაში, მეორე სართულზე აფეთქება მოხდა. დაზიანებულია მაღაზიის ნაწილი, დაშავებული არავინაა. ინფორმაციას ,,სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.

ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია და სამაშველო ჯგუფები. თვითმხილველების თქმით, აფეთქების დროს შენობაში ერთი ადამიანი იმყოფებოდა, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. არსებული ინფორმაციით, აფეთქება ისეთი ძლიერი იყო, რომ ახლომდებარე შენობებში ფანჯრის მინები ჩაიმსხვრა.

მსგავსი თემები