აშშ-ში თვითმფრინავების შეჯახებას ჩინეთის 2 მოქალაქე ემსხვერპლა

2 დღის უკან, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ვაშინგტონში, სამგზავრო და სამხედრო თვითმფრინავების შეჯახებისას დაღუპულებს შორის ორი ჩინეთის მოქალაქეა.

აღნიშნულთან დაკავშირებით ჩინეთის საგარეო უწყებაში განცხადება გაკეთდა.

„ჩინეთი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს  დაღუპულთა გამო. ჩვენი ფიქრები დაღუპულთა ოჯახებთანაა. საგარეო საქმეთა სამინისტრომ და ჩინეთის საელჩომ შეერთებულ შტატებში ინციდენტის შემდეგ დაუყოვნებლივ ამოქმედდეს საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების მექანიზმი. სამწუხაროდ, მსხვერპლთა წინასწარი შემოწმებით, ავარიის დროს ჩინეთის ორი მოქალაქე დაიღუპა. ჩინეთმა სთხოვა აშშ-ს დროულად მიაწოდოს განახლებები სამძებრო-სამაშველო სამუშაოების შესახებ, რაც შეიძლება მალე დაადგინოს უბედური შემთხვევის მიზეზი და სათანადოდ მოაგვაროს შემდგომი საკითხები. ჩვენ საჭირო დახმარებას გავუწევთ ჩინელ მსხვერპლთა ოჯახებს ინციდენტთან დაკავშირებით“ – განაცხადეს უწყებაში.

შეგახსენებთ, რომ ვაშინგტონში, სამგზავრო თვითმფრინავის სამხედრო ვერტმფრენთან შეჯახების შედეგად მსხვერპლის რაოდენობა 40-მდე გაიზარდა. სამგზავრო თვითმფრინავში 64 მგზავრი იმყოფებოდა.

მსგავსი თემები