რუსეთმა სუმიში, მრავალსართულიან კორპუსზე იერიში მიიტანა – არიან დაღუპულები და დაშავებულები

რუსეთმა უკრაინის ქალაქ სუმიში მდებარე მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსზე იერიში მიიტანა. მედიის ინფორმაციით, დაღუპულია 9 და დაშავებულია 13 ადამიანი.

მომხდარს გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი. მისი თქმით, ყოველ ასეთ დარტყმას მსოფლიოს მხრიდან პასუხი სჭირდება და ტერორი დაუსჯელი არ უნდა დარჩეს. მისი თქმით, ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.

მსგავსი თემები