,,ბრიტანეთის მთავრობა უკვე მზადაა განიხილოს ივანიშვილზე სანქციების დაწესების საკითხი” – ლორდი ჯერმანი

,,ბრიტანეთის მთავრობა უკვე მზადაა განიხილოს ივანიშვილზე სანქციების დაწესების საკითხი”, – განაცხადა ბრიტანეთის ლორდთა პალატის წევრმა, ლორდმა მაიკ ჯერმანმა ,,რადიო თავისუფლებასთან” ინტერვიუში.

,,მე ხელი მოვაწერე წერილს, PACE-ში ბრიტანეთის დელეგაციაში შემავალ სხვა კოლეგებთან ერთად, რომელიც ბრიტანეთის მთავრობას, კერძოდ კი ევროპის მინისტრს გავუგზავნეთ – და თავად მინისტრმა დაგვიდასტურა, რომ წერილი მიღებული აქვს. რა თქმა უნდა, ბრიტანეთის მთავრობას მოუწევს, თავად გადაწყვიტოს, განიხილება თუ არა ბიძინა ივანიშვილი იმავე კონტექსტში, როგორც ბელარუსის, რუსეთის ან უკრაინის ოლიგარქები.

თუ მთავრობაში დაასკვნიან, რომ ის ნამდვილად ამ კატეგორიაში ჯდება, ეს ნიშნავს, რომ მისი ფინანსური აქტივები უბრალოდ გაიყინება – სხვა სიტყვებით, „მაცივარში შედებენ“ და ეტყვიან, რომ ამ ქონებას ვერ გამოიყენებს, სანამ საქართველოში დემოკრატიული ვითარება არ გამოსწორდება“, – განაცხადა ჯერმანმა.

მსგავსი თემები