თვითმფრინავს, რომლითაც რობერტ ფიცო ბრიუსელში მიფრინავდა, უკან დაბრუნება მოუწია

თვითმფრინავს, რომლითაც სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო ბრიუსელში მიფრინავდა, უკან დაბრუნება მოუწია. ინფორმაციას „პოლიტიკო“ ავრცელებს. რობერტ ფიცო ბრიუსელში ურსულა ფონ დერ ლაიენთან შესახვედრად მიფრინავდა, თუმცა ტექნიკური პრობლემის გამო ბელგიის საჰაერო სივრცე დაიხურა და უკან დაბრუნება მოუწია. ამის მიზეზი საჰაერო მოძრაობის კონტროლის დაუზუსტებელი ტექნიკური პრობლემა გახდა.

„როგორც ჩვეულებრივ, ადამიანი გეგმავს რაღაცას, ღმერთი კი ცვლის“, – განაცხადა ფიცომ ბრატისლავაში დაბრუნებისას, თვითმფრინავში გადაღებულ ვიდეოში.

მსგავსი თემები