აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, ჯო უილსონი აცხადებს, რომ სლოვაკეთი და უნგრეთი არასწორად და შეცდომაში შეყვანის შედეგად ბლოკავენ ევროკავშირის სანქციებს ბიძინა ივანიშვილის “არალეგიტიმური რეჟიმის წინააღმდეგ”. კონგრესმენი ამბობს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამას გამოასწორებს.
“სლოვაკეთი და უნგრეთი არასწორად და შეცდომაში შეყვანის შედეგად ბლოკავენ ევროკავშირის სანქციებს ივანიშვილის არალეგიტიმური რეჟიმის წინააღმდეგ, რომელიც საქართველოს ჩინეთის კომუნისტურ პარტიაზე, ირანულ რეჟიმსა და ომის დამნაშავე პუტინზე ყიდის საქართველოს. ეს შეერთებული შტატების ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება. ტრამპი ამას გამოასწორებს” – წერს უილსონი.